ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებს ერაყში საფრთხე არ ემუქრებათ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

5 იანვარი, 2020 • 1518
საქართველოს მოქალაქეებს ერაყში საფრთხე არ ემუქრებათ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზეა.

სამინისტროს ცნობით საქართელოს მოქალაქეების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში: “მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება აღნიშნულ პროვინციაში მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ”, – წერია სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში.

საელჩო ასევე ავრცელებს 24 საათიანი ცხელი ხაზის ნომერს – +962 797 299 799

რეგიონში ბოლო სამი დღეა სიტუაციაა დაძაბული. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაა. იერიშის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მასალების გადაბეჭდვის წესი