ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა.
როგორც BBC წერს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის განცხადებით, ალ ასადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება დგას. აშშ-ის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ბაზის პერსონალმა დაზიანებები მიიღო, მათ ნაწილს ტვინის ტრავმულ დაზიანებებზე ამოწმებენ.
გამოცემის ცნობით, ირანულმა დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „ერაყში ისლამურ წინააღმდეგობას“ უწოდებს, განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის უკან თავად დგანან. დაჯგუფება 2023 წელს გამოჩნდა და ირანთან დაკავშირებულ რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც ერაყში მოქმედებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების განცხადებით, ჭურვების უმეტესობის გაუნებელყოფა შეძლეს, თუმცა რამდენიმე მათგანი ბაზას მაინც მოხვდა. ზარალის შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს.
აღნიშნული ბოლოა ისრაელ-ღაზაში გასული წლის ოქტომბერში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის პოზიციებზე თავდასხმების სერიებს შორის ირანის მიერ მართული ჯგუფების მიერ.