ახალი ამბები

აშშ „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ იტყობინება

8 თებერვალი, 2024 • 464
აშშ „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ იტყობინება

აშშ-ის ცნობით, ერაყში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია ირანთან დაახლოებული დაჯგუფების, „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური, იტყობინება „როიტერსი“.

„ამერიკულმა ძალებმა განახორციელეს ოპერაცია ერაყში, ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ. მოკლულია “კატაიბ ჰეზბოლას” მეთაური, რომელიც პირდაპირაა პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვა-მონაწილეობაში“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ოფიციალურად, მოკლული მეთაურის ვინაობა არაა ცნობილი, თუმცა „როიტერსის“ ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ მოკლეს აბუ ბაქირ ალ-საადი, დედაქალაქ ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში. მანქანა, რომელშიც ის იმყოფებოდა, დრონიდან დაბომბეს.

მას შემდეგ, რაც იანვარში ახლო აღმოსავლეთში სამი ამერიკელი სამხედრო მოკლეს, აშშ-მა საპასუხო ზომების მიღება დააანონსა. ვაშინგტონში ამბობდნენ, რომ იმ თავდასხმას „კატაიბ ჰეზბოლას“ ნაკვალევი  ეტყობოდა. ამ დაჯგუფებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ აჩერებდა სამხედრო ოპერაციებს ამერიკის წინააღმდეგ.


გარეკანის ფოტო: © Associated Press

მასალების გადაბეჭდვის წესი