ახალი ამბები

რუსეთში გამანადგურებელი Су-57 საცდელი ფრენისას ჩამოვარდა

24 დეკემბერი, 2019 • 1474
რუსეთში გამანადგურებელი Су-57 საცდელი ფრენისას ჩამოვარდა

რუსეთში გამანადგურებელი Су-57 ამურის კომსომოლსკზე საცდელი ფრენისას ჩამოვარდა. როგორც “Meduza” წერს, „ინტერფაქსის“ წყაროს ინფორმაციით, ეს თვითმფრინავი ახალი სერიის პირველი მოდელი იყო და სამხედროებისთვის მის გადაცემას წლის ბოლომდე აპირებდნენ.

ABC News-ის ინფორმაციით, ეს მოდელი რუსული სამხედრო ავიაციის ყველაზე მოწინავე წარმომადგენელია. რუსული მედიის ინფორმაციით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ცოცხალია, ხოლო თვითმფრინავის ვარდნას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი