ახალი ამბები

“მეგონა უკვე შეიწყალეს, არა?” – ჭყონდიდის მიტროპოლიტი დეკანოზ მამალაძეზე

22 დეკემბერი, 2019 • 1056
“მეგონა უკვე შეიწყალეს, არა?” – ჭყონდიდის მიტროპოლიტი დეკანოზ მამალაძეზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ მისი აზრით, პრეზიდენტმა საპატრიარქოს რეკომენდაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უნდა დააკმაყოფილოს და დაკავებული სასულიერო პირი ახალ წელს ოჯახთან ერთად უდნა შეხვდეს.

მიტროპოლიტი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ეგონა, პრეზიდენტმა დეკანოზი უკვე შეიწყალა:

“მეგონა უკვე შეიწყალეს – არა?! სინოდმა მიიღო გადაწვეტილება შეწყალებაზე… მე მგონია უნდა შეიწყალოს [პრეზიდენტმა] და ახალ წელს სახლში უნდა შეხვდეს,” – განაცხადა მიტროპოლიტმა  გრიგოლმა “კურიერთან” საუბრისას.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტ ზურაბიშვილს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა. დეკანოზის ოჯახს ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულ სასულიერო პირს 23 ნოემბერს, გიორგობას შეიწყალებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი