ახალი ამბები

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

2 დეკემბერი, 2019 • 1409
პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცლეებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ განმარტოს: ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშრებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.

აქვე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტ ზურაბიშვილს რამდენიმე კვირის წინ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა. დეკანოზის ოჯახს ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულ სასულიერო პირს 23 ნოემბერს, გიორგობას შეიწყალებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი