ნეტგაზეთი | „პროტესტი გრძელდება!“ – აქტივისტებს საკრებულოში საკვებს ფანჯრიდან აწვდიან „პროტესტი გრძელდება!“ – აქტივისტებს საკრებულოში საკვებს ფანჯრიდან აწვდიან – Netgazeti
RU | GE  

„პროტესტი გრძელდება!“ – აქტივისტებს საკრებულოში საკვებს ფანჯრიდან აწვდიან

აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე, ამბობენ, რომ საკრებულოში პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ერეკლე კუხიანიძე მანდატს არ დატოვებს.

მათი თქმით, ჯერჯერობით საკრებულოში რჩებიან, მაგრამ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. მანამდე საკრებულოს კარი გარეთ შეკრებილი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტებისთვის დაკეტილია.

მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები თანამებრძოლებს, რომლებიც დილიდან საკრებულოს შენობაში იმყოფებიან, საჭმელს ფანჯრიდან აწვდიან.

მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა დილით თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი რამდენიმე დღეა კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვებას ითხოვენ, ამის მიზეზი კი კუხიანიძის ფეისბუკ-პოსტია, სადაც ცხინვალში დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინებდა:

“მთავარი არის ის, რომ კუხიანიძემ, რომელიც არის გავრილოვი, პატარა მასშტაბის, მაგრამ მაინც გავრილოვი, უნდა დატოვოს თბილისელების მანდატი. ეს შენობა, ეს ოთახი, ყველაფერი ეკუთვნის ამომრჩევლებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას”,– ამბობს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე “მთავარ” არხთან.

მოგვიანებით კუხიანიძის კაბინეტში საკრებულოს უსახფრთხოების თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქტივისტების კაბინეტიდან გამოყვანა სცადეს, თუმცა აქტივისტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამის შემდეგ ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი აქტივისტები.


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ამავე თემაზე:

ხაბეიშვილი საკრებულოსთან კიბით მივიდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან