პოლიტიკური პარტია “ლელოს” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება კვირას, 22 დეკემბერს, თბილისში.

“ლელოს” ინფორმაციით, დამფუძნებელი ყრილობა 14 საათზე “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონშია დაგეგმილი.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, ჯერ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნეს 2019 წლის სექტემბერში, მოგვიანებით კი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაც დააანონსეს.

რატომ მოვიდა პოლიტიკაში – ხაზარაძის სიტყვა მოძრაობის დაფუძნებისას