ახალი ამბები

აქტივისტებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის დაკავება სცადეს

17 დეკემბერი, 2019 • 699
აქტივისტებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის დაკავება სცადეს

მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი რამდენიმე დღეა კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვებას ითხოვენ, ამის მიზეზი კი კუხიანიძის ფეისბუკ-პოსტია, სადაც ცხინვალში დაკავებულ ექიმ ვაჟა ფაგრინდაშვილს და მის ოჯახს აგინებდა:

“მთავარი არის ის, რომ კუხიანიძემ, რომელიც არის გავრილოვი, პატარა მასშტაბის, მაგრამ მაინც გავრილოვი, უნდა დატოვოს თბილისელების მანდატი. ეს შენობა, ეს ოთახი, ყველაფერი ეკუთვნის ამომრჩევლებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას” ,- ამბობს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე “მთავარ” არხთან.

მოგვიანებით კუხიანიძის კაბინეტში საკრებულოს უსახფრთხოების თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქტივისტების კაბინეტიდან გაყვანა სცადეს, თუმცა აქტივისტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამის შემდეგ ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი