ახალი ამბები

ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო – პრეზიდენტი

15 დეკემბერი, 2019 • 1589
ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯარზე გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს და ამბობს, რომ ფრაზა: “ჯარი არ გვაქვს” – მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო და ქართულ ჯარს არ ეხებოდა.

“ჩემი გამოსვლა სრულიად კულტურულ სივრცეში იყო და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდეც საკოორდინაციო ცენტრი. [ეს განცხადება] არანაირად არ ეხებოდა ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს ნაკლებად ცნობილია აქ,” – ამბობს ზურაბიშვილი.

10 დეკემბერს ზურაბიშვილმა ქართულ კულტურის დაცვის საჭიროებაზე საუბრისას თქვა,: „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან ძლიერი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი მომავლით“ – განაცხადა მან.

11 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედია დაადანაშაულა ზურაბიშვილის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებასა და ბულინგში.

ზურაბიშვილი: „პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?“

მასალების გადაბეჭდვის წესი