თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროს სტენდთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მარიეტ შურმანი შეხვდა.
ფოტოგამოფენა ნატოს შტაბ-ბინაში მისი ინიციატივით გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქალების როლს უსარფრთხოების სექტორში და შეთანხმდნენ, რომ მომავალში ინტენსურად ითანამშრომლებენ.
გამოფენა „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში 28 მაისს გაიხსნა.