თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროს სტენდთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მარიეტ შურმანი შეხვდა.

 

ფოტოგამოფენა ნატოს შტაბ-ბინაში მისი ინიციატივით გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქალების როლს უსარფრთხოების სექტორში და შეთანხმდნენ, რომ მომავალში ინტენსურად ითანამშრომლებენ.

 

გამოფენა „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში 28 მაისს გაიხსნა.

 

თინა ხიდაშელი ნატოს შტაბბინაში გენდერული თემატიკის გამოფენაზე. 01.06.2015. თავდაცვის სამინისტროს ფოტო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *