ახალი ამბები

“იმედზე” საარჩევნო სისტემაზე “ოცნების” წევრები დებატობენ

8 დეკემბერი, 2019 • 2269
“იმედზე” საარჩევნო სისტემაზე “ოცნების” წევრები დებატობენ

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საარჩევნო სისტემის საკითხზე “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენელი დებატობს: დიმიტრი ხუნდაძე და გიორგი კახიანი.

“უჩვეულო შემთხვევაა როცა მეგობართან და თანაგუნდელთან საჯაროდ მიწევს ასეთ პრინციპულ საკითხზე დისკუსია”, – განაცხადა კახიანმა, რომელიც აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო მოდელს უჭერს მხარს.

ხუნდაძის თქმით კი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის თანაგუნდელთან დებატობს რაიმე საკითხზე:

“სასიამოვნო ნამდვილად არაა, როცა დებატში საკუთარი გუნდის წევრი გიზის, მაგრამ მსგავსი ყოფილა, როცა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხი გამოჰქონდათ დ მე მომიწია თანაგუნდელთან დებატი”, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირების მიუხედავად პარლამენტში ჩავარდა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითად ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელსვე გადადიოდა. პროექტის ჩავარდნის მიზეზი უმრავლესობის წევრი ის მაჟორიტარები არიან, რომლებმაც ან თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან ან წინააღმდეგ მისცეს ხმა, მათ შორისაა ხუნდაძე.

გიორგი კახიანი “იმედის” გადაცემაში ამბობს, რომ დაპირების არ შესრულებამ გუნდი დააზარალა. ხუნდაძის თქმით კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რისკებს შეიცავს სტაბილურობის თვალსაზრისით. ხუნდაძე სხვა დეპუტატებთაან ერთად აპირებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2-პალატიან და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეს, რომელსაც აშშ-ს მსგავსად სენატორები ეყოლება. კახიანი ამ ინიციატივას არარელევანტურს უწოდებს.

ოპოზიციას არ სჯერა, რომ ივანიშვილის დაპირებული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩავარდნა “ოცნების” შიდაპარტიულ აზრთა სხვადასხვაობებს გადაჰყვა და საპროტესტო აქციებს მართავს. მათ პარალელურად მოამზადეს “გერმანული საარჩევნო მოდელის” ადაპტირებული ვარიანტი, რომელსაც “ქართული ოცნება” და მათ შორის კახიანი არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ ეთანხმება.

ამავე თემაზე

სენატორები, ორპალატიანი პარლამენტი – 11 დეპუტატის ინიციატივა

მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი