ახალი ამბები

“მშრომელ ადამიანებს შეიძლება გაუცვდეთ თითის ანაბეჭდი” — ფილფიმიანი

25 მაისი, 2021 • 2560
“მშრომელ ადამიანებს შეიძლება გაუცვდეთ თითის ანაბეჭდი” — ფილფიმიანი

“ევროპელი სოციალისტების” წევრი დავით ზილფიმიანი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

რაც შეეხება უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, ზილფიმიანის თქმით, წინააღმდეგი იყო თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების, ვინაიდან, მისი აზრით, “მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება გაუცვდეთ ან წაუკითხვადი გაუხდეთ…, მაგალითად, გლეხს ან ვინც მარტენის ღუმელთან მუშაობს”.

“მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირების, მაგრამ სანამ ეს იქნება, შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით ხმის მიცემა”, — განაცხადა ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

დავით ზილფიმიანის აზრით, წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპტიკური მთვლელების ყიდვა ვერ მოესწრება, თუმცა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები შესაძლებელია, ელექტრონული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი