ახალი ამბები

მცხეთაში დაშავებულებს შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდებათ – ჯანდაცვის სამინისტრო

2 დეკემბერი, 2019 • 933
მცხეთაში დაშავებულებს შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდებათ – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე დაშავებული საავადმყოფოს, სავარაუდოდ, ხვალ, 3 დეკემბერს დატოვებს.

“მცხეთაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 პაციენტის ჰოსპიტალიზება მოახდინა. პაციენტებს თავის გარეგანი ტრავმები აღენიშნებოდათ. მათ თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არცერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება. ამჟამად ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი დააკავეს. 2 მომიტინგე ადამიანი დაშავდა. უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით.

ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი