ახალი ამბები

ზოიძის ადგილმონაცვლე ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორიაა

2 დეკემბერი, 2019 • 1714
ზოიძის ადგილმონაცვლე ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორიაა

საქართველოს პარლამენტში აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლე ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორიაა.

აკაკი ზოიძე, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით გახდა, დეპუტატის მანდატს ტოვებს. იმ შემთხვევაში, თუ ბენო ქაშაკაშვილმა პარლამენტში პროპორციული სიით სოფიო ქაცარავას ნაცვლად  შესვლაზე მართლაც უარი თქვა, როგორც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, ქაცარავას ადგილმონაცვლე “ოცნების” სიის 54-ე ნომერი, პაატა გოგოხია იქნება, ზოიძის კი – ჯუმბერ იზორია.

ჯუმბერ იზორიამ, რომელიც “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში 55-ე ადგილს იკავებს, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში.

“არ მიფიქრია ამაზე. დავფიქრდები და გეტყვით. ჯერჯერობით  არავითარი კონსულტაციები გუნდთან არ ყოფილა”, – განაცხადა ჯუმბერ იზორიამ.

ჯუმბერ იზორია ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს უფროსია. 2018 წლის ოქტომბერში, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახიდან იყიდებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი. ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს  პოლიციის უფროსად იმავე, 2018 წლის დეკემბერში დაბრუნდა.

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობაზე დაბრუნდა

მასალების გადაბეჭდვის წესი