ახალი ამბები

პოლიციამ პარლამენტის მისასვლელთან ლითონის ბარიკადები აღმართა

28 ნოემბერი, 2019 • 1560
პოლიციამ პარლამენტის მისასვლელთან ლითონის ბარიკადები აღმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მისასვლელ ქუჩაზე ლითონის ღობე აღმართა და საკანონმდებლო ორგანოსკენ გადაადგილებას მხოლოდ პარლამენტის აკრედიტაციისა და საშვის მქონე პირებს აძლევენ.

გარდა ბარიკადების აღმართვისა, პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

დღეს, 9 საათიდან პარლამენტის მიმდებარედ აქციაა დაგეგმილი, ორგანიზატორები, მათ შორის, პოლიტიკოსები აპირებენ, რომ პარლამენტის შესასვლელთან პიკეტი მოაწყონ და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე ე.წ. სირცხვილის კორიდორები მოუწყონ.

პარლამენტის წევრების ნაწილს მსგავსი სირცხვილის კორიდორების გავლა რამდენიმე დღის წინ მოუწია. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, რაც სპეცდანიშნულების რაზმებმა აქცია დაშალეს. “ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობდნენ, რომ მათთვის არ იყო კომფორტული მსგავს გარემოებებში პარლამენტში მისვლა და ოპოზიციას ქუჩის აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი