ახალი ამბებიკინოხელოვნება

ფილმებს “ოფიცერი და ჯაშუში” და “ფარული ცხოვრება” თბილისის კინოფესტივალზე აღარ უჩვენებენ

27 ნოემბერი, 2019 • 10071
ფილმებს “ოფიცერი და ჯაშუში” და “ფარული ცხოვრება” თბილისის კინოფესტივალზე აღარ უჩვენებენ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადებით, კინოფესტივალის პროგრამიდან ორი სურათის, რომან პოლანსკის “ოფიცერი და ჯაშუში” და ტერენს მალიკის “ფარული ცხოვრება”, ამოღება მოუწიათ.

კინოფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, მიუხედავად გრძელვადიანი მოლაპარაკებებისა, ეს ფილმები ეკრანებზე 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამოვიდეს და დისტრიბუტორების პოლიტიკაში არ შედის, რომ ფილმების თუნდაც ერთჯერადი ჩვენება დეკემბერში თბილისში მოეწყოს.

“მოგეხსენებათ, კინოფესტივალის გუნდი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს ერთგული მაყურებლისთვის საუკეთესო ფილმების შერჩევასა და მათი ჩვენების უფლებების დროულად შესყიდვაზე. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპის, აზიისა თუ რუსეთის საუკეთესო დისტრიბუტორებთან და კინოკომპანიებთან.

სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წელს კინოფესტივალის პროგრამიდან ამოვარდა ორი სურათი: რომან პოლანსკის “ოფიცერი და ჯაშუში” და ტერენს მალიკის “ფარული ცხოვრება”. გული გვწყდება, რომ ჩვენი ერთგული მაყურებელი ამ სურათებს ჯერჯერობით ვერ ნახავს, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ პროგრამა სავსეა სხვა საინტერესო და გამორჩეული ფილმებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კინოფესტივალის პროგრამას გაეცანით:

თბილისის კინოფესტივალის პროგრამა

მასალების გადაბეჭდვის წესი