ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – LIVE

21 ნოემბერი, 2019 • 876
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – LIVE

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მთავრობის სხდომის პარალელურად, საპორტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მთავრობის შენობისთვის სიმბოლურად ბოქლომის დაკიდება უნდათ.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი გეგემაა, “ქართულ ოცნებას“ “პოლიტიკური ჯოჯოხეთი“ შეუქმნან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აქტივისტები სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომს ადებენ. იგივე სახის პერფორმანსი გუშინ პროკურატურასთან და სუს-თან გაიმართა.

პროკურატურასთან აქციის დროს ადგილზე მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება მოითხოვა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას, აქ მხარდამჭერებთან ერთად დავით ქაცარავა იყო მისული.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი