ახალი ამბები

გიორგი რურუას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

20 ნოემბერი, 2019 • 1762
გიორგი რურუას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

“მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა და მოსამართლემ დააკმაყოფილა.

თავად რურუა, რომელსაც იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს და მისი ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს. ასევე, მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ.

“როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს. სამმართველოში მისულს განმიცხადეს, რომ იარაღი თქვენგან ამოვიღეთო. არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამიტარეს ჩხრეკა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ ამიღო კისრის არიდან დნმ-ის სინჯი”, – განაცხადა გიორგი რურუამ.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნომებერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი