ახალი ამბები

ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

10 ნოემბერი, 2019 • 2424
ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

 სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ექიმის ცნობით, მისი მდგომრეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საყურადღებო.

“როგორც ირკვევა ტკივილი გუშინწინას ჰქონდა ტკივილი, თუმცა, გუშინ უფრო ინტენსიური, რის შემდეგაც ის გადმოიყვანეს ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით და დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორონოგრაფიაზე.

ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო,”- ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ჯიშკარიანის ექიმი, თამუნა ჭიხორია.


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ამავე თემაზე:

რატომ არ გადასცა პროკურატურამ ომბუდსმენს ჯიშკარიანის საქმის მასალები

მასალების გადაბეჭდვის წესი