ახალი ამბები

“ამირანთან” აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა

8 ნოემბერი, 2019 • 3052
“ამირანთან” აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა

კინოთეატრ “ამირანთან” სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ის სასწრაფოს კლინიკაში გადაჰყავს.

როგორც აქტივისტი გიორგი თაბაგარი ფეისბუკზე წერს, ანა სუბელიანს ქვა ესროლეს თვალში.

ამირანში ლევან აკინის გეი დრამის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა მიმდინარეობს. გარეთ ნაციონალისტური ჯგუფები პოლიციას უპირისპირდებიან და შენობაში შესვლას ცდილობენ მის ჩასაშლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი