ახალი ამბები

ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელია

25 თებერვალი, 2020 • 1844
ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელია

ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ქართველ მსახიობს ეს ჯილდო ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის გადაეცა.

დაჯილდოვების ცერემონია “ბერლინალე პალასტში” გუშინ გაიმართა (იხილეთ დაჯილდოვების ცერემონიის ბმული).

დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტიალის სტუმრებისთვის ქართული წვეულება გაიმართება. წელს ეროვნული კინოცენტრი “ბერლინალეს” ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდს უკვე მეთხუთმეტედ წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი