ახალი ამბებიკინო

“და ჩვენ ვიცეკვეთ” გერმანიის 53 ქალაქში გამოდის

31 ივლისი, 2020 • 1903
“და ჩვენ ვიცეკვეთ” გერმანიის 53 ქალაქში გამოდის

ლევან აკინის ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ქვიარ თემაზე შექმნილი დრამა, “და ჩვენ ვიცეკვეთ”, გერმანიის კინოთეატრებში გამოდის. 

Salzgeber-ის ინფორმაციით, ფილმს გერმანიის 53 ქალაქში ივლისის ბოლოდან აჩვენებენ. “და ჩვენ ვიცეკვეთ” ნაჩვენები იქნება გერმანიის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქებში, ბერლინში, ჰამბურგში, მიუნჰენში, ფრანკფურტსა და შტუტგარტში. 

ფილმის საერთაშორისო პრემიერა 2019 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე შედგა. 8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში  საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა ფილმის ქართულმა პრემიერამ. ვითარება ყველაზე მეტად კინოთეატრ “ამირანთან” დაიძაბა, სადაც ჩვენების ჩაშლის მოთხოვნით პოლიციის კორდონის გარღვევას ჰომოფობიური ჯგუფების წევრები ცდილობდნენ.

8 ნოემბერს გამართულ აქციეზე სამედიცინო დახმარება 10-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი