ახალი ამბები

ლექსო წაგვართვა ჰომოფობიამ – ანა სუბელიანი

17 ივლისი, 2021 • 1277
ლექსო წაგვართვა ჰომოფობიამ – ანა სუბელიანი

„უნდა გავიაზროთ, რომ, სამწუხაროდ, ლექსო [ლაშქარავა] წაგვართვა ჰომოფობიამ, ამ სიხულვილმა; ლექსო წაგვართვა იმან, რომ ჩვენ ხშირად თვალს ვხუჭავთ ერთმანეთის პრობლემებზე. ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს”, — განაცხადა აქციაზე აქტივისტმა ანა სუბელიანმა.

„არ უნდა დავუშვათ, რომ კვლავ იმ ხელისუფლებამ გვმართოს და მართოს ჩვენი ცხოვრება, რომელიც ადამიანებს კლავს, ატერორებს, ყველას, ვინც დისკომფორტს უქმნის, ასე უსწორდება. აღარ უნდა დავუშვათ, რომ ქუჩებში გვდიონ მოსაკლავად“, – განაცხადა მან.

მოისმინეთ მისი სიტყვა:

პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა პარლამენტთან რუსთაველის გამზირი დაიკავეს და სამანქანო მოძრაობა ამ მონაკვეთზე გადაიკეტა.

ეს მედიასაშუალებების მიერ ბოლო პერიოდში ორგანიზებული მესამე აქციაა. რამდენიმე დღეა, მედიასაშუალებების ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და ამ მოწოდებით საპროტესტო აქციებს მართავს.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი