ახალი ამბები

ინფლაცია ლარის გაუფასურების გამო არის გაზრდილი – გვენეტაძე

4 ნოემბერი, 2019 • 1180
ინფლაცია ლარის გაუფასურების გამო არის გაზრდილი – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მაღალი წლიური ინფლაციის მიზეზად ლარის გაუფასურებას ასახელებს, რაც მისი თქმით, ტურისტული ნაკადების შემცირებამ გამოიწვია. ამის მიუხედავად, სებ-ის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ რამდენიმე თვეში ინფლაცია შემცირდება:

“ინფლაციის ზრდა დღესდღეობით გამოწვეულია ლარის გაუფასურებით, რომელიც გამოწვეულია რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო ნაკლები ტურისტული შემოსავლებით. შემდეგ წელს და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია აუცილებლად მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება”.

ეროვნული ბანკის პროგნოზით რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გამო ქვეყნის ეკონომიკას 200-300 მლნ აშშ დოლარი მოაკლდებოდა. სებ-ში ამის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადეს.

1 წელში ხილი 26.9%-ით გაძვირდა, ხორცი 14.7%-ით, პური – 11%-ით – ინფლაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი