ახალი ამბები

სებ-ის პრეზიდენტობას მეორე ვადით შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ – გვენეტაძე

1 თებერვალი, 2023 • 682
სებ-ის პრეზიდენტობას მეორე ვადით შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურება, აცხადებს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ აპირებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

„დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთი მაღალპროფესიული უწყების ხელმძღვანელობა. მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის. ერთი ვადა, 7 წელი იყო საკმარისი, გამოწვევებით სავსე. ვფიქრობ, ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება უკვე სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, დაიკავოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ. ამჟამად თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი