ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში გადაყვანილ ახალგორელ პაციენტს სათანადო მკურნალობა არ ჩატარებია

4 ნოემბერი, 2019 • 1430
ცხინვალში გადაყვანილ ახალგორელ პაციენტს სათანადო მკურნალობა არ ჩატარებია

ახალგორელ თამარ გიგაურს, რომელიც 3 ნოემბერს რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, ცხინვალის საავადმყოფოში სათანადო მკურნალობა არ ჩატარებია.

“ახლა მოვინახულე გუშინ ჭაში ჩავარდნილი ქალბატონი. მხარი აქვს მოტეხილი. ფეხი კოჭებთან შეშუპებული. უამრავი სილურჯე ტანზე. მოტეხილობა, ჩემდა გასაოცრად, არაა დაფიქსირებული თაბაშირით. არც ფეხები, რომელიც სავარაუდოდ, გაბზარული ან ნაღრძობი მაინცაა. წევს პალატაში და უკეთებენ გამაყუჩებელს”, – წერს თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც ცხინვალის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტი დღეს, 4 ნოემბერს მოინახულა.

ოჯახის ახლობლები პაციენტის თბილისში გადაყვანას დღემდე ითხოვენ.

 

სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის გადმოსაყვანად – მინისტრი

მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

ახალგორელთა ნელი სიკვდილი ბიბილოვის ავტორიტეტის გადასარჩენად

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი