ახალი ამბებიკომენტარი

„არ ვცნობ სიცრუის განჩინებას“ – ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი გადადგა

3 ნოემბერი, 2019 • 7919
„არ ვცნობ სიცრუის განჩინებას“ – ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი გადადგა

ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარე ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია სარია ტაძრიდან წავიდა – ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი“ ავრცელებს.

„ჩემთვის ეს არის ბოლო წირვა, იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ მსახურებას ინჩხურში. ეკლესიის წვერად ვრჩები, მაგრამ არა ინჩხურში.

..სანამ გაირკვევა და სინოდი თავის განაჩენს გამოიტანს, სანამ სინათლე არ შევა ამ პოზიციაში, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობას ღებულობდნენ. მე არ ვცნობ სიცურის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული. მე მღვდელთმსახურებას არ ვტოვებ, ვტოვებ მხოლოდ და მხოლოდ წინამძღვრობას“ – განაცხადა ანდრია სარიამ.

სწორედ ინჩხურის ტაძარში ითხოვდა გადაყვანას მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, თუმცა იგი შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი