ახალი ამბები

ლეონარდო დიკაპრიომ გრეტა ტუნბერგს ჩვენი დროის გმირი უწოდა

2 ნოემბერი, 2019 • 3210
ლეონარდო დიკაპრიომ გრეტა ტუნბერგს ჩვენი დროის გმირი უწოდა

მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ შეაქო კლიმატის ცვლილების ბრძოლასთან დაკავშირებული გარემოს დაცვის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

დიკაპრიო, რომელიც თავადაც არის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ჩართული, ტუნბერგს პირველად შეხვდა და “ჩვენი დროის ლიდერი“ უწოდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

დიკაპრიომ თავის Instagram-ზე ტუნბერგთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, გრეტას გზავნილი უნდა იყოს “გამომაღვიძებელი მსოფლიო ლიდერებისთვის, რომ დრო პასიურობისთვის დასრულებულია“.

“ისტორია განგვსჯის იმაზე დაყრდნობით, თუ რას გავაკეთებთ დღეს, რათა მომავალი თაობებისთვის იყოს ცხოვრებისთვის შესაფერის პლანეტაზე არსებობის გარანტია, რაც ჩვენ ჩვეულებრივი რამ გვეგონა“, – აღნიშნა ამერიკელმა მსახიობმა.

დიკაპრიომ აგრეთვე დაამატა, რომ “ოპტიმისტურად იყო განწყობილი მომავალთან დაკავშირებით“ ტუნბერგის და სხვა ახალგაზრდა აქტივისტების გამო. “გრეტასთან დროის გატარება პატივი იყო. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ დავეხმარებოდით ერთმანეთს ჩვენი პლანეტისთვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დიკაპრიომ.

ამავე თემაზე

ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ

რამდენად რეალურია კლიმატის ცვლილება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი