ახალი ამბები

რიოში ჰაერის ტემპერატურა ტენიანობის გათვალისწინებით 62,3 (°C) იგრძნობოდა

19 მარტი, 2024 • 4217
რიოში ჰაერის ტემპერატურა ტენიანობის გათვალისწინებით 62,3 (°C) იგრძნობოდა

Al Jazeera-ს ცნობით, ბრაზილიაში სიცხის ინდექსის რეკორდული მაჩვენებელი, 62,3 გრადუსი ცელსიუსით, დაფიქსირდა. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

სითბოს ინდექსი ზომავს, თუ როგორ იგრძნობა ტემპერატურა ტენიანობის გათვალისწინებით და განსხვავდება ფაქტობრივი ტემპერატურისაგან. Rio Alert-ის ამინდის სისტემის ინფორმაციით, ქალაქში მაქსიმალური ფაქტობრივი ტემპერატურა ორშაბათს 42 გრადუსი ცელსიუსი იყო.

იპანემას და კოპაკაბანას სანაპიროები სავსე იყო ხალხით, რადგან მოსახლეობა მარტივად გამკლავებოდა სიცხეს.

სითბოს ინდექსის წინა რეკორდი ნოემბერში დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურამ 59.7 გრადუსს ცელსიუსით მიაღწია.

ამავდროულად, ქვეყნის სამხრეთში ძლიერი წვიმები აღინიშნება, რაც მეტეოროლოგების ცნობით, მომავალ კვირასაც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი