ახალი ამბები

წელს ყველაზე ცხელი თებერვალი დაფიქსირდა

7 მარტი, 2024 • 1128
წელს ყველაზე ცხელი თებერვალი დაფიქსირდა

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა განაცხადა, რომ დედამიწაზე ყველაზე თბილი თებერვალი დაფიქსირდა, რის გამოც ყოველთვიური რეკორდი ზედიზედ მეცხრედ დამყარდა.

ჰაერის საშუალო გლობალური ტემპერატურა თვის განმავლობაში 13.5 გრადუსი ცელსიუსით იყო, რაც 0.12 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე წინა ყველაზე თბილი — 2016 წლის თებერვალი. თანამედროვე პერიოდში, ბოლო 12 თვის სიცხე უპრეცედენტოა — 1.56 გრადუსით თბილი, ვიდრე პრეინდუსტრიულ დონეებზე.

მეცნიერები შიშობენ, რომ გარდამტეხი მომენტები, რომლებმაც შესაძლოა, მიგვიყვანოს ზღვის დონის ამაღლებამდე და ოკეანის კრიტიკული ცირკულაციის კოლაფსამდე, დიდი ალბათობით მიიღწევა, თუ დედამიწის ტემპერატურა ამ ზღურბლთან ახლოს, ან ზემოთ იქნება მრავალი წლის განმავლობაში.

„რაც არ უნდა გასაოცრად გვეჩვენებოდეს, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან კლიმატის სისტემის უწყვეტი დათბობა გარდაუვალად იწვევს ახალ, ექსტრემალურ ტემპერატურას“ ,— განაცხადა კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორმა კარლო ბუონტემპომ.

მეცნიერების აზრით, კლიმატის მკვეთრი ცვლილება ადამიანების ზემოქმედებითა და ბუნებრივი რყევა ელ-ნინიოს კომბინაციით არის პროვოცირებული.

ელ-ნინიო (El Niño – ბავშვი, ბიჭუნა) ანომალიური, გლობალური კლიმატური მოვლენაა. ეს არის თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ჩნდება 3-7 წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და მინიმუმ ერთი წელიწადი დომინირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი