ახალი ამბებიკომენტარი

ანიტა რაჭველიშვილი: ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ

2 ნოემბერი, 2019 • 8736
ანიტა რაჭველიშვილი: ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ

ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი ოჯახის წევრს თავს დაესხნენ და ეჭვობს, რომ აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებას უკავშირდება.

მომღერალი წერს, რომ მის მულს, რომელსაც მანქანა შუქნიშანზე ჰყავდა გაჩერებული, მანქანაში უცნობი პირი შეუხტა, მან უცნობის მანქანიდან გაგდება შეძლო, თუმცა მანქანა იქვე შეაჩერა, რომ დამშვიდებულიყო.

„ის მამაკაცი ისევ მივარდა და ჩახტომას ცდილობდა მანქანაში. ამჯერად მძღოლის მხრიდან. ჩემმა მულმა მოასწრო და კარები ჩაკეტა. ამ ადამიანმა შუშაზე ბრახუნი და ღრიალი განაგრძო. უყვიროდა “გამიღეო”. ბოლოს მოიკრიბა ძალები, დაქოქა მაქანა და გაიქცა. შეშინებული და აბსოლუტურ შოკში.

გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა,დაინახეს,დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი გარშემო რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა!

აი ეს არის ეს ხელისუფლება! აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე!უბრალოდ ის არ იციან რომ მე ვერაფრით შემაშინებენ!

…ამ ფაქტის მერე ოფიციალურად ვაცხადებ რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის თავიდან ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს არაოფიციალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს! (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი იმედი მაქვს რომ ვიღაცა გიჟი იყო უბრალოდ და ასეთ დიქტატურამდე ჯერ არ მივსულვართ)“ – წერს მომღერალი ფეისბუქზე.

ანიტა რაჭველიშვილი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. „პატიებას გთხოვთ იმისთვის, რომ საკმარისად არ ვიბრძვით იმისთვის, რომ მმართველი პარტია არ ჩაგრავდეს დღევანდელ დღეს საკუთარ მოქალაქეებს და ღვრიდეს მათ სისხლს“ – განაცხადა მან აქციაზე.

მომღერალმა ასევე გააკრიტიკა ბერა ივანიშვილის ინიციატივა, 1.1 მილიონ აშშ დოლარის გადარიცხვა ამაზონის ტყისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი