ნეტგაზეთი | ანიტა რაჭველიშვილი: მინდა გთხოვოთ პატიება ანიტა რაჭველიშვილი: მინდა გთხოვოთ პატიება – Netgazeti
Batumelebi | RU

ანიტა რაჭველიშვილი: მინდა გთხოვოთ პატიება

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან აქციის მონაწილეებს მიმართა და პატიება სთხოვა:

“მე აქ მოსული ვარ როგრც ერთი რიგითი ქართველი , პატრიოტი საკუთარი ქვეყნის. ერთმანეთს მინდა ვთხოვოთ პატიება. მე მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღრე კონცერტი. იმისთვის, რომ ოდესღაც მხარს ვუჭერდი პარტიას რომელიც ანგრევდა საქართველოს და აგრძელებს ამის კეთებას.

პატიებას გთხოვთ იმისთვის, რომ საკმარისდ არ ვიბრძვით იმისთვის რომ მმართველი პარტია რა ჩაგრავდეს დღევანდელ დღეს საკუთარ მოქალაქეებს და ღვრიდეს მათ სისხლს. მე მინდა ჩვენ ერთმანეთს ვთხოვოთ პატიება იმისთვის, რომ ერთმანეთი შეგვაძულეს და დავკარგეთ სიყვარული ქართველებმა. ჩაეხუტეთ ერთმანეთს ახლა, ამ წუთას, აპატიეთ ერთმანეთს და უთხარით, რომ გიყვართ ერთმანეთი” – თქვა ანიტა რაჭველიშვილმა.

მეცო-სოპრანომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეკრებილი მოქალაქეებისთვის “ჰერიო ბიჭებო” და საქართვლეოს ჰიმნი შეასრულა.

 

ანიტა რაჭველიშვილმა მოქალაქეებს სიყვარულისკენ მოუწოდა, შემდეგ კი “ჰერიო ბიჭებო” და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

Posted by netgazeti.ge on Saturday, 29 June 2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.