ახალი ამბები

პეტრე ცაავას განცხადებები ანტიეროვნულია და მიზნად ნგრევას ისახავს – წულუკიანი

1 ნოემბერი, 2019 • 1213
პეტრე ცაავას განცხადებები ანტიეროვნულია და მიზნად ნგრევას ისახავს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, პეტრე ცაავას განცხადებები ანტიეროვნულია და მიზნად ისახავს ნგრევას. ასე პასუხობს წულუკიანი ჟურნალისტის კითხვას, რომელი უფრო დამაზიანებელი იყო სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის, პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპო იაკობის, თუ პეტრე ცაავას განცხადება?

“რაც ჩვენ ვიხილეთ აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს მხრიდან, ეს არამცთუ დამაზიანებელი, არამედ ამგვარი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს ნგრევას და არის ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი. კათოლიკოს პატრიარქზე თავდასხმები აღიქმება როგორც არა მხოლოდ ეკლესიაზე ან ერთ სასულიერო პირზე თავდასხმა, არამედ თავდასხმა იმაზე, რაც ჩვენ გვქმნის ქვეყნად და გვაერთიანებს. მეუფე იაკობის განცხადება დიდი სერიოზულობით არ გამოირჩეოდა და მე ამაზე კომენტარი თავის დროზე გავაკეთე. მაგრამ მას [იაკობის განცხადებას] დამანგრეველს ვერ ვუწოდებ, თუმცა დამანგრეველი რაც იყო, ეს გუშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ”, – აცხადებს წულუკიანი. ამის შესახებ მან დღეს, პირველ ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.


31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, მართმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს და ეს გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი