პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა

შესწორება: თბილისის მერმა კახა კალაძემ 30 ოქტომბერს, დილით თქვა, რომ თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა. მანამდე ჯარიმა 10 ლარი იყო. თუმცა, დღის ბოლოს გაირკვა, რომ პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჯერ არ მიუღია. 

კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილებაზე პარლამენტმა თბილისის მერიის თხოვნით იმუშავა. როგორც თბილისის მერი ამბობს, ეს გადაწყვეტილება კავშირშია მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან და ზონალურ-საათობრივი პარკინგის დანერგვასთან, რომლის საპილოტე პროექტი ორ ლოკაციაზე უკვე ხორციელდება.

მისივე თქმით შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც, აქამდე თუ მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს ოქმი, ახლა, თუ ეს ვერ მოხერხდება, ინფორმაცია თბილისის პარკინგის ვებგვერდზეც გამოქვეყნდება და დაჯარიმებულ მოქალაქეს სმს-ითაც მიუვა.

პარლამენტმა არასწორი პარკირების ჯარიმის გაზრდაზე კანონპროექტს კენჭი არ უყარა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com