ახალი ამბები

150 ლარამდე გაძვირდა თბილისში მანქანის ევაკუატორით საჯარიმოზე გადაყვანა

30 მარტი, 2022 • 3093
150 ლარამდე გაძვირდა თბილისში მანქანის ევაკუატორით საჯარიმოზე გადაყვანა

თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის საფასური 60 ლარის ნაცვლად 150 ლარი გახდა. ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მთავრობის განკარგულებით ცვლილება  ძალაში 31 მარტიდან შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი