ახალი ამბებისამართალი

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 8 ნოემბერს დაიწყება

25 ოქტომბერი, 2019 • 5191
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 8 ნოემბერს დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლომ თიბისის ბანკის საქმის არსებითი განხილვა 8 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თიბისი ბანკის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება უცვლელად დატოვა.

კერძოდ, ადვოკატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებული 700-700 ათასი ლარის გირაოს გაუქმებას, ასევე, მათთვის უცხოეთში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვდნენ. ადვოკატი ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლისთვის შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გაუქმებასაც ითხოვდნენ. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არცერთი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ დაუშვებლად ცნოპროკურატურის შუამდგომლობა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულების სახით არ დაუშვა პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნა.

პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გთეთრებას ედავება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ამავე საქმეზე ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს როგორც მის წინააღმდეგ შურისძიებას, ისე – ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი