ახალი ამბები

სასამართლომ ხაზარაძის საქმეზე პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებლად ცნო

25 ოქტომბერი, 2019 • 949
სასამართლომ ხაზარაძის საქმეზე პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებლად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულების სახით არ დაუშვა პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნა.

პროკურატურამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა შეისწავლეს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმე.

როგორც უწყებამ განაცხადა,საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები – პოლ კოფი და მოშე ლადორი – აღნიშნავენ, რომ “მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა  ხაზარაძისა და ბადრი  ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.

“ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს. აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის, სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები.  ანგარიშის ავტორები ასევე  არ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები”, – წერია ექსპერტების მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს როგორც მის წინააღმდეგ შურისძიებას, ისე – ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას.

ამავე თემაზე

უპასუხო კითხვები პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი