ახალი ამბები

ციხელაშვილი კოფის იდეაზე: კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ საკითხი ასე არ დგას

25 ოქტომბერი, 2019 • 786
ციხელაშვილი კოფის იდეაზე: კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ საკითხი ასე არ დგას

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ კომენტარს არ გააკეთებს ამერიკელი ანალიტიკოსის, ლუკ კოფის იდეაზე. ლუკ კოფიმ ტვიტერზე ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების შესაძლებლობაზე დაწერა.

“არის ექსპერტი, რომელმაც ტვიტერზე რაღაც მოსაზრება გამოთქვა და, რა თქმა უნდა, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ საკითხი ასე არ დგას. არ მიმაჩნია, რომ ესქპერტების ყველა მოსაზრებაზე გავაკეთოთ კომენტარი. ექსპერტებმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა მოსაზრება გამოხატონ”, – უთხრა ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.

ანალიტიკოსი ლუკ კოფი, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე წერს:

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ. ისინი გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ხელახლა მოიკრებს ძალას.

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

მასალების გადაბეჭდვის წესი