ახალი ამბები

ჩალაგაშვილის განცხადებაზე, რომ პოლიციელთა ვინაობას გაასაჯაროებს, გამოძიება დაიწყო

24 ოქტომბერი, 2019 • 1144
ჩალაგაშვილის განცხადებაზე, რომ პოლიციელთა ვინაობას გაასაჯაროებს, გამოძიება დაიწყო

“გამარჯვებული საქართველოს” წევრის, გურამ ჩალაგაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომ იმ პოლიციელების ვინაობას და პირად მონაცემებს გაასაჯაროებს, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე დააკავეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ კოშაძეს იარაღი “ჩაუდეს” და ამაზე მეტყველებს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, იარაღზე კოშაძის დნმ არ აღმოჩნდა.

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი აცხადებს, რომ თუ კობა კოშაძე საპატიმროს ორშაბათამდე არ დატოვებს, იმ პოლიციელების ვინაობას გაასაჯაროებს, რომლებმაც ის დააკავეს.

გამოძიება ამ საკითხზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაიწყო, რაც გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ოქრუაშვილის პარტიის განცხადებით, იარაღზე, რომლის ფლობასაც კოშაძეს ედავებიან, მისი დნმ არაა

მასალების გადაბეჭდვის წესი