ახალი ამბები

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია

22 ოქტომბერი, 2019 •
ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია

ავარია მოხდა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განცუხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი