ახალი ამბები

კომუნიკაციის კომისიის წევრის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა

21 ოქტომბერი, 2019 •
კომუნიკაციის კომისიის წევრის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა

საქართველოს მთავარობა კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. ვაკანსია კომისიის ერთი წევრის პოზიციაზე ცხადდება.

კონკურსის გამოცხადების დღიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, 30 დღის ვადაში ყველას აქვს უფლება დაასახელოს წევრობის კანდიდატი, რომლის შესახებაც შესაბამისი კომისია იმსჯელებს.

კომისიის წევრი უნდა იყოს “საზოგადოებრივი ნდობისა და აღიარების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 წლის – მმართველ თანამდებობაზე”.

საბუთები 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. საბუთების ჩამონათვალი ნახეთ აქ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დატოვების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გიორგი ფრუიძემ მიიღო. გიორგი ფრუიძე ნათია ლაზაშვილის ქმარია, რომელსაც ახლა კურიერის მთავარი გამოშვება მიჰყავს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრი მეუღლე ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ნეტგაზეთმა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ სტატია 25 სექტემბერსგამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც კომუნიკაციების კომისიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხით “დაინტერესდნენ”.

2019 წლის დეკლარაციით გიორგი ფრუიძის ანაზღაურება 194 488 ლარია, ანუ თვეში – დაახლოებით 16 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი