საქართველოს კომუნიკაციების ერონულ კომისიაში ამბობენ, რომ დაინტერესდნენ ნათია ლაზაშვილისა და გიორგი ფრუიძის სკითხით. ფრუიძე კომისიის წევრია, ლაზაშვილს კი რუსთავი 2-ზე 9-საათიანი “კურიერი“ მიჰყავს, რაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი გახდეს.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა კომისიას, სადაც გვითხრეს, რომ საკითხით დაინტერესდნენ:
“როგორც უკვე გითხარით, კომისია ამ საკითხს შეისწავლის და იმის მიხედვით, თუ რა გამოვლინდება, კანონის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესც გადაწყვეტილება იქნება საკითხზე, გაცნობებთ“, – გვითხრეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრი მეუღლე ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.
2019 წლის დეკლარაციით გიორგი ფრუიძის ანაზღაურება 194 488 ლარია ანუ თვეში – დაახლოებით 16 000 ლარი
ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა გიორგი ფრუიძესაც, მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება. ვრცლად ამ თემაზე:
ლაზაშვილის რ2-ში მუშაობა მისი მეუღლისთვის სავარაუდოდ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის GNCC-ში