ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ცდილობენ – გაბუნია

პროკურატურის დატოვების შემდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი.

ჟურნალის თქმითვე, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებით პროკურატურას მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ცდილობს.

“არაეთხელ მითქვამს, რომ გამოძიების დაწყებით ცდილობენ “მთავარი არხის” დირექტორის დაკავებას, თუმცა მგონია, რომ არ გამოუვათ. იმის თქმა, რომ ჩემს მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიძლება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. ამასთან, გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს [მათ სურთ] “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლა, მუდმივად ასეთი სტრესით,”-აცხადებს გაბუნია.

პროკურატურის ინფორმაციით, გაბუნიას გამოკითხვა ,,რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ამ საქმეზე პროკურატურამ არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.  თავად გავრამია მის მიმართ ბრალის წაყენებას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ “კორუფცია არის თემა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები ემსუბუქება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.