მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების წინააღმდეგია.
“საერთოდ, ჰუმანურ ადამიანად მიმაჩნია თავი და ამნისტია და პატიება ჩემს ბუნებაში არის, მაგრამ როცა სახელმწიფო არა გაქვს, ამდენი კორუფციული გარიგება ხდება ქვეყანაში, ამდენი დანაშაული ხდება, შერჩევითი სამართალი ხდება, აუცილებლად ყველა ეს საკითხი უნდა იქნას გამოძიებული, ოღონდ არა ამ პროკურატურის და სასამართლოს მიერ. ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუ ეს არის მაღალი დონის დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული”, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
მისი თქმით, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის შეცვლა და ნებისმიერი საქმე ახალმა პროკურორებმა უნდა გამოიძიონ.
ამავდროულად, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პოლიტიკური რევანში უნდა დამთავრდეს და სისხლისსამართლებრივ საქმეებზე პასუხისმგებლობას ემხრობა.
“ევროპული საქართველო” მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც. “ევროპული საქართველოს” მოსაზრება გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა “გაერთიანებული ოპოზიციიდან” და “რესპუბლიკური პარტიიდან”.
ამ თემაზე:
“ევროპული საქართველო” ივანიშვილის გასამართლების და “გაკულაკების” წინააღმდეგია