ახალი ამბები

თურქული ჯარის მოახლოების შემდეგ ისლამური სახელმწიფოს ასობით მხარდამჭერი გაიქცა – ქურთული მხარე

13 ოქტომბერი, 2019 •
თურქული ჯარის მოახლოების შემდეგ ისლამური სახელმწიფოს ასობით მხარდამჭერი გაიქცა – ქურთული მხარე

ქურთული მხარის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქალაქ აინ ეისას თურქული ძალები მიუახლოვდა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) დაკავშირებული ასობით ადამიანი გაიქცა ბანაკიდან და ტყვეობას თავი დააღწია, წერს „Fox News“.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა დაახლოებით 950-მა პირმა მოახერხა ბანაკის (მდებარეობს ქალაქ აინ ესაში, თურქეთ-სირიის საზღვრის 32 კილომეტრის სამხრეთით) დატოვება, მას შემდეგ, რაც ტყვეებმა, გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა მიიტანეს დაცვაზე“ – ნათქვამია ქურთული მხარის განცხადებაში.

9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში. შედეგად, დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ თურქეთს სანცქიებით დაემუქრა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი