ახალი ამბები

“არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად” – გახარია შრომის კოდექსის კანონპროექტზე

10 ოქტომბერი, 2019 • 970
“არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად” – გახარია შრომის კოდექსის კანონპროექტზე

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ შრომის კოდექსში არაფერი შეიცვლება ბიზნესთან შეუთანხმბლად. ამ ფრაზით ის პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შრომის კოდექსში შემავალი ცვლილებების კანონპროექტს ეხება.

“შრომის კოდექსთან დაკავშირებით დღეს ბიზნესის წარმომადგნელებმაც ისაუბრე. შრომის კოდექსში რაღაც ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ – ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროექტი. ამ პროექტს ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია…

არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას“, – ამბობს გიორგი გახარია.

კანონპროექტის ავტორი, რომელზეც გახარია საუბრობს, პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილია. კანონპროექტი ჯერ პარლამენტისთვის არ წარუდგენიათ. თუმცა, ამ ეტაპზე არსებული დოკუმენტის მიხედვით, მასში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ამჟამად “მიმდინარეობს ამ პროექტის დამუშავება-დახვეწა და ეტაპობრივად მომზადდება ინიცირებისთვის“. მისი თქმითვე, პარლამენტს კანონპროექტს, სავარაუდოდ, ოქტომბერში წარუდგენენ.

ვრცლად ამ კანონპროექტზე წაიკითხეთ:

ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა არ იკრძალება — კანონპროექტის ავტორი

ინსპექციის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და სხვა შენიშვნები შრომის კანონებში ცვლილებებზე | საია

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს

ერთჯერადი სტაჟირება შეიძლება 3 თვემდე შეიზღუდოს

მასალების გადაბეჭდვის წესი