სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასამატკიცებლად საქართველოს მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
ლილუაშვილის კანდიდატურა განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უკვე გადაეცა.
სუს-ის უფროსის პოსტი დაახლოებითი ერთი თვის წინ გახდა ვაკანტური, მაშინ, როცა სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
გრიგოლ ლილაშვილი ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე იყო. ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო. ის “ქართული ოცნების” სახელით ხონისა და ვანის მაჟორიტარი გახდა, თუმცა მანდატი 2017 წელს დატოვა. მანამდე “ქართუ ბანკსა” და “ქართუ ჯგუფში” მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა.