იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე მაღრაძე იკავებდა გეკა გელაძის პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გელაძე მიმდინარე კვირის დასაწყისში გადადგა.

ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

“სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სააღსრულებო სისტემა, სასამართლო სისტემა, სამოსამართლო სწავლება, ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.